logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით
- +

23 ივლისი. 2018. 14:18

 

 

„საპრეზიდენტო კანდიდატს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს პერიოდში დაასახელებს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

„არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით. ჩვენ ვთათბირობთ და ვფიქრობ, მოკლე დროში, მალე მოხდება ჩვენი პოზიციის გახმოვანება. როცა ამ საკითხზე განმარტებებს ვაკეთებდით, მუდმივად ხაზგასმა ხდებოდა, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ხდება და ბუნებრივია, საპასუხისმგებლო პროცესია. თუმცა, მოკლე დროში მოხდება ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება. ეს არ უკავშირდება იმას, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ იქნება კანდიდატი, ამაზე არ დავკონკრეტდები“, - განაცხადა ბესელიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner