logo_geo
eng_logo
უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვევა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 11:52

 

 

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ოქტომბერში საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ბოლტონმა საკუთარ „Twitter“-ზე დაწერა. საქართველოს გარდა, ის რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს.

 

„20 ოქტომბერს გავემგზავრები რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ჩემს კოლეგებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შესახვედრად, რათა წინ წავწიო ამერიკის ინტერესები უსაფრთხოების საკითხებში“, – წერს ჯონ ბოლტონი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner