logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე: მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ
- +

17 ოქტომბერი. 2018. 11:33

 

 

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვას პრეზიდენტის წინადადებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხებზე მთავრობის სხდომა მოიწვიოს, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

 

„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner