logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: 28 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ წარსულში უნდა დავტოვოთ
- +

17 ოქტომბერი. 2018. 12:40

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

მისი შეფასებით, პროკურატურის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, „რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“ გვაქვს საქმე“.

 

„ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ.

 

ამ არჩევნებშიც, ჩონჩხებივით სკივრიდან ამოძვრნენ და ქვეყანას უკან ექაჩებიან. 28 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ კუთვნილ წარსულში უნდა დავტოვოთ“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner