logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: გაისად ვიხილავთ დედაქალაქის ქუჩებში ჩვენი მოსახლეობისათვის ასე სასურველ სურათს
- +

22 ოქტომბერი. 2018. 17:38

 

დეპუტატი ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

„კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დღეს გაჟღერებული კონკრეტული თარიღები, მიმართულებებსა და ერთეულებში გაწერილი გეგმა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უკვე გაისად ვიხილავთ დედაქალაქის ქუჩებში ჩვენი მოსახლეობისათვის ასე სასურველ სურათს, როგორც მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სათანადო და კომფორტული მომსახურების თვალსაზრისით ასევე ადგილობრივებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულებით - ქუჩებში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული სტანდარტითა და ერთიანი იერსახით არსებობის თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება მიწისზედა მეტროს მშენებლობას, ეს არის პრაქტიკულად ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა ისეთი ერთის შეხედვით ძალზედ მძიმე პრობლემისა, რასაც საცობები წარმოადგენს დედაქალაქში, მითუმეტეს ა/მ იმპორტის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, თუმცა საფუძვლიანი ოპტიმიზმისთვის თუნდაც ათენის ანალოგიური მაგალითი იქნებოდა საკმარისი.

 

და ბოლოს, ელექტროძრავიანი ავტომობილები არის რეალური შანსი, რომ ყველამ ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგია და მასთან ერთად ჩვენი შვილებისა და მშობლების ჯანმრთელობა.

 

ამიტომ თავმდაბლად მოვუწოდებდი თანაქალაქელებს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებს, რომელთაც გეგმაში აქვთ ავტომობილის შეძენა, დავამკვიდროთ ერთგვარი თბილისური ტრენდი და ვიმოძრაოთ ელექტრო და სხვა ეკონომიურძრავიანი ავტომობილებით და ამით გავხდეთ თანამონაწილე დიდი საერთო საქმის, მითუმეტეს, რომ ამას თან ახლავს თბილისის მერის მიერ გაცხადებული კონკრეტული უპირატესობები ასეთი ავტომობილის მფლობელთათვის.

 

პირადად მე ვეცდები, უახლოეს ხანში შევუერთდე ამ ტრენდს", - აცხადებს ბექა ოდიშარია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner