logo_geo
eng_logo
„მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პროცესის დაწყება მისასალმებელია - პასუხისმგებლობა გადავიდა კრიტერიუმებზე“
- +

12 იანვარი. 2019. 14:28

 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პროცესის დაწყება აჩვენებს, რომ მხარეებს შორის დაძაბულობამ იკლო, რაც მისასალმებელია.

 

რამაზ საყვარელიძის თქმით, მთელი რიგი პასუხისმგებლობა გადავიდა კრიტერიუმებზე.

 

პოლიტოლოგი ამბობს, რომ კრიტერიუმების შედგენისას მნიშნელოვანია, გათვალისწინებული იყოს საზოგადოების ინტერესი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეს აღარ მიეცეს სასამართლო სისტემის მართვის საშუალება:

 

„ჟურნალისტებთან გამოსული ორივე მხარე - ეს პროცესი უკვე მისასალმებელია, რადგან აშკარად ჩანს, რომ დაძაბულობა შემცირებულია - ეს ერთი. მეორე, უფრო მთავარი, პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს კორეგირება სიის გადმოცემის. ანუ ახალი სია უნდა იყოს წარმოდგენილი, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელზეც სავარაუდოდ შეჯერდებიან. ბევრი რამ დამოკიდებული ახალა თვითონ კრიტერიუმზეა, იქნება თუ არა გათვალისწინებული მასში მოსახლეობის განწყობა. რადგან მოსახლეობის პროტესტი გამოიწვის სიაში, იმ პირების ყოფნამ, რომლებსაც ფაქტობრივად დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული. თუ მომავალმა კრიტერიუმებმა ეს მომენტი არ გაითვალისწინა და მოთხოვნად არ შეიტანა ის, რომ ანალოგიური ბიოგრაფიის მქონე მოსამართლეს არ მიეცეს სასამართლო სისტემის მართვის საშუალება, მაშინ უკმაყოფილება ისევ ძალაში იქნება. მთელი სიმძიმე ახლა გადავიდა კრიტერიუმებზე, კრიტერიუმებზე პასუხისმგებლობა კი უკვე პარლამენტზეა, რა თქმა უნდა, კონსულტაციების საფუძველზე, მაგრამ პარლამენტია მაინც პასუხისმგებელი“, - განაცხადა „პირველთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

 

ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი განახლებული სია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner