logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვია
- +

15 აპრილი. 2019. 22:43

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვია.

 

16 აპრილს მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და  გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსაც შეხვდება.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა იმყოფებიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×