logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი
- +

19 აპრილი. 2019. 18:20

 

„თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან. ამას ყველას ვპირდები. ჩვენ კიდევ უფრო გახსნილები ვიქნებით, კიდევ უფრო მეტად ვიკონტაქტებთ ბიზნესწრეებთან, კიდევ უფრო გავამარტივებთ სერვისებს რიგითი მოქალაქეებისთვის და მათი ხმა, მათი ლობისტი ვიქნები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

 

მინისტრის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც სტრატეგიები უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად უნდა დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

 

„ეს არის ის მონაპოვარი და შედეგი, რაც დღემდე მოიტანა ჩვენი გუნდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ რესურსს მის დასაჩქარებლად“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორ ეკონომიკურ სექტორზე - ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები უნდა იყვნენ.

 

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ორი დარგი განვითარდეს წინმსწრებით მთლიან ეკონომიკასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, შევძლებთ, ისედაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ეს ზრდა ინკლუზიური იქნება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×