logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ვანო მერაბიშვილზე: ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდო-ს კომისიის საქმიანობაში
- +

25 აპრილი. 2019. 15:52

 

„ე.წ. უდოს კომისიამ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, „უდო“-ს კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს.

 

„უდო“-ს კომისია არის მთავრობასთან არსებული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. შესაბამისად, მათ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი იყოს „უდო“-ს კომისიის გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს, ამას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდო-ს კომისიის საქმიანობაში“,- აღნიშნა კობახიძემ.

 

ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, „უდო“-ს კომისიამ მერაბიშვილის საქმეზე 11 აპრილს იმსჯელა და მის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

 

გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა. „უდო“-ს კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner