logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს
- +

15 მაისი. 2019. 13:24

 

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს.

 

პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომები, რომელშიც მონაწილეობას შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი იღებს ქალაქ ბათუმში იმართება.

 

ასამბლეის დღის წესრიგის მიხედვით ორი დღის განმავლობაში კანონმდებლები პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე იმსჯელებენ და დისკუსიას გამართავენ.

 

ასამბლეა მუშაობას 16 მაისს დაასრულებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×