logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს
- +

16 მაისი. 2019. 12:11

 

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.

 

„ყველს კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება და ამით პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. როგორც არაერთხელ, ხელისუფლება 19 მაისს არჩევნებზეც ჩააბარებს კიდევ ერთ დემოკრატიულ ტესტს და არჩევნების მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×