logo_geo
eng_logo
ზუგდიდის N86-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

20 მაისი. 2019. 00:31

 

ზუგდიდის  N86 საარჩევნო  უბანზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, უბნის კომისიის თავმჯდომარე, ანგელინა გუგუჩია შეუძლოდ გახდა. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს  საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

დაპირისპირება მთვლელების პოზიციების გადანაწილებას მოჰყვა. ოპოზიციის დამკვირვებელი პოზიციების განაწილებას აპროტესტებდა, “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელი კი კომისიის მუშობას ხელს უშლიდა, რის გამოც, კომისიამ ორივე მათგანი უბნიდან გააძევა”, –  ამბობს “კვირასთან” საუბარში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გია გოძილანძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner