logo_geo
eng_logo
22-23 ივნისს ზუგდიდელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართება
- +

19 ივნისი. 2019. 13:26

 

მიმდინარე წლის 22-23  ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ზუგდიდში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო კლინიკა „გასტროენტეროლოგი“, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან

მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. N 206; 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner