logo_geo
eng_logo
კახელი მეღვინე: ასეთი უშვერი სიტყვებით მეღვინეების მოხსენიება არ შეიძლება
- +

11 ივლისი. 2019. 12:34

 

 

„ჩვენი სიამაყის, წმინდა სასმელის ასე ბინძური შეურაცხყოფის შესაფასებლად, სიტყვები არ მყოფნის’, - აცხადებს მარანი-მუზეუმი „ნუმისის“ ხელმძღვანელი ნუნუ კარდენახიშვილი.

 

„შეიძლება, ნიკა გვარამიასთვის ეს სოციუმი არაფერს არ წარმოადგენს და ნიშნავს, მათ სხვა დონის შემოსავლები აქვთ, მაგრამ ძალიან დიდი ზარალის მომტანი იქნება ასეთი დამოკიდებულება მეღვინეობისადმი. ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს. ასეთი უშვერი სიტყვებით მეღვინეების მოხსენიება არ შეიძლება. ესენი არიან ამოსაძირკვები, რომ ცუდი არაფერი დამართონ ამ ქვეყანას“, - აღნიშნა მან.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „პუტინი კარგიაო, იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ „ბორჯომი“, ღვინო და „ნაბეღლავი“ შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner