logo_geo
eng_logo
კახელი გლეხები ნიკა გვარამიას აგინებენ
- +

11 ივლისი. 2019. 16:10

 

 

„გვარამიას ბევრი ფული აქვს და გლეხები ფეხებზე ჰკიდია“, - მიიჩნევს მევენახე ვანო სეფიაშვილი (ყვარელი, სოფელი გავაზი) და აცხადებს, რომ ზრდილობა არ აძლევს უფლებას, აქეთ აგინოს ნიკა გვარამიას, რომელიც კახელი გლეხებისგან ამას იმსახურებს.

 

„გლეხები ვენახზე ვართ დამოკიდებულები, გვარამიას ძალიან ბევრი ფული აქვს და მას არ ვაინტერესებთ ჩვენ. აქამდე „გაკოჭილი“ უნდა იყოს ეგ, მისი განცხადება დააზიანებს მევენახეობასა და გლეხებს. 2,6 ჰექტარზე მაქვს საფერავი გაშენებული და, ასევე, მაქვს რქაწითელიც, მაგრამ გვარამიას ეს არ ედარდება, თვითონ არის საგინებელი, ჩვენი განადგურება უნდა“, - განაცხადა ვანო სეფიაშვილმა.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები“ შემდეგ რამ თქვა: „პუტინი კარგიაო, იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ „ბორჯომი“, ღვინო და „ნაბეღლავი“ შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner