logo_geo
eng_logo
თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ
- +

12 ივლისი. 2019. 17:35

 

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილი. ისინი აქციას მართავენ და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ.

 

აქციაზე ძირითადად მევენახეები იმყოფებიან. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთსა და ქართულ ღვინოს.

 

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი „ბორჯომსაც“ და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო, იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ „ბორჯომი“, ღვინო და „ნაბეღლავი“ შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი „ბორჯომი“ იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს „ბორჯომი“.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner