logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი „რუსთავი 2“-ის საბიუჯეტო დავალიანებაზე: თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა...
- +

13 აგვისტო. 2019. 14:23

 

„თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არც მოუმართავს არავის ვალების ჩამოწერაზე“, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კითხვას, მოხდება თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვალების ჩამოწერა.

 

„იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაც ტიპის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ ვალების ჩამოწერას, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე არ არის საუბარი.

 

„ამაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-თან კომენტარში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner