logo_geo
eng_logo
„Cushman and Wakefield Georgia“-ს კვლევის მიხედვით „გალერია თბილისი“ თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
- +

15 აგვისტო. 2019. 20:30

 

 

სავაჭრო ცენტრების მიმოხილვის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Cushman and Wakefield Georgia“-მ მოამზადა, „გალერია თბილისი“ თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა. სავაჭრო ცენტრების ზოგად შეფასებაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა, „გალერია თბილისმა“ სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით ყველაზე მაღალი ქულა მიიღო

 

შეფასება შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: ადგილმდებარეობა, პროდუქციის არჩევანი, ვაკანტური სივრცე, საინფორმაციო მომსახურება / ნავიგაციის სისტემა, სივრცის დაგეგმარება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია, შშმ პირებისთვის ადაპტირება, კვება, პარკინგი, კონკურენტული უპირატესობა

 

„Cushman and Wakefield Georgia“-ს კვლევის მიხედვით, „გალერია თბილისი“ ასევე უმაღლესი ქულით შეფასდა მულტიფუნქციურობის კუთხით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში მაღაზიებთან ერთად გასართობი, კვების, სერვის ობიექტებისა და სასტუმროს ინტეგრირებას, ასევე სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა აქტივობების გამართვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner