logo_geo
eng_logo
საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს
- +

22 აგვისტო. 2019. 01:19

 

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

 

კერძოდ 20 აგვისტოს განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება სოფელ ვახტანგისისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში. ექსპერტებმა განიხილეს ორი ქვეყნის კომისიების პოზიციები მოცემულ მონაკვეთებზე და წარმოადგინეს თავისი ხედვები.

 

საქართველოს ექსპერტთა ჯგუფმა ადგილზე განუმარტა აზერბაიჯანის მხარეს თავისი პოზიცია საზღვრის გამავლობასთან დაკავშირებით. მუშაობის შედეგები მიეწოდება კომისიების თავმჯდომარეებს შემდგომი განხილვის მიზნით.

მომდევნო დღეებში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების განხორციელება საზღვრის სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, გაგრძელდება მ.წ. 23 აგვისტომდე, რის შემდეგ დაიგეგმება დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულების მეორე ეტაპი, შესაძლო მოკლე ვადებში.

 

საექსპერტო შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიგეგმება კომისიების შეხვედრა ქ. თბილისში, სავარაუდოთ სექტემბრის განმავლობაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner