logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
- +

26 აგვისტო. 2019. 18:54

 

„არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

 

„ბატონო ბიძინა, ბრაზილიის საერთაშორისო ფესტივალის გენერალურმა კოორდინატორმა  ბ-ნ კლაუდიო სამპაიომ,  ამა წლის  19 აგვისტოს (რეგისტრაციის N1371)  მოგმართათ თხოვნით დახმარება აღმოგეჩინათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთისთვის“, რომ  მონაწილეობა მიიღოს  ფოლკლორისა და ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ტარდება სან ხოსე დე რიბა მარსა და სან ლუისში ა.წ.  21 -30 სექტემბერს. მომწვევი მხარე,  საქართველოს დელეგაციას უზრუნველყოფს ადგილზე სასტუმროს, კვებისა და შიდა ტრანსპორტის ხარჯებით.

 

ა. წ.  20 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ი. კეკელიძის წერილის თანახმად,  იგი მიესალმება   ანსამბლ „აფხაზეთის“ ფოლკლორისა და ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას, თუმცა მოკლებულნი არიან უზრუნველყონ ბრაზილიაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯებით - ავია ბილეთების შეძენაზე (წერილი თან ერთვის).

 

ზემოაღნიშნულ ბ-ნ კლაუდიო სამპაიოს წერილთან დაკავშირებით, ასევე ინფორმირებული ბრძანდებით, რომ  ანსამბლთან ერთად ბრაზილიაში მიწვეული არიან საქართველოს ტურიზმის, ჩაის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

 

„გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭო“-სა   და „არგენტინის სახლს საქართველოში“  მიაჩნიათ, რომ  ბრაზილიის საერთაშორისო ფესტივალზე  ანსამბლის მონაწილეობა, ერთის მხრივ გააცნობს ჩვენი ქვეყანის კულტურას, ხოლო, მეორეს მხრივ,  საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს.  

 

ბატონო ბიძინა, ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ საქართველოს დელეგაციაში შევიდნენ  ტვ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები ზემოაღნიშნული ღონისძიებისა და  საქმიანი შეხვედრების გასაშუქებლად.

 

ზემოთ აღნიშნულ წერილში ბრაზილიელი პარტნიორები ელიან ჩვენი მონაწილეობის დადასტურებას“, - ნათქვამია პატარქალიშვილის განცხადებაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner