logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება
- +

6 სექტემბერი. 2019. 13:38

 

პატარა გლდანის დასახლებაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც მოიცავს წყალმომარაგების ცენტრალური ქსელის შეცვალასა და მთლიანი ქუჩის კეთილმოწყობას.

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კობალაძემ გამგებელთან და საკრებულოს მაჟორიტართან ერთად მოინახულა.

 

როგორც კობა კობალაძემ განაცხადა: „აღნიშნულ დასახლებაში ამ დრომდე გრუნტის გზა იყო დ ამოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში 7 600 კვ.მფართობზე გზის საფარი კაპიტალურად ეწყობა და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების დაწყებამდე კი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა. წელს  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“.

 

აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L&L“ ასრულებს, გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 379 107 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევის რეაბილიტაცია განახორციელდა, ამ ეტაპზე კი საგზაო სამუშაოები ჯანჯღავას შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner