logo_geo
eng_logo
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ პირველი კომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც ISO 45001:2018 სერტიფიკატი მოიპოვა
- +

9 სექტემბერი. 2019. 23:00

 

 

2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია „ანაგი“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ანაგი“ ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება.

 

ზემოთ აღნიშნული სტანდარტი მიმართულია ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფაზე, რასაც კომპანია „ანაგი“ მთელი გუნდით ახორციელებს.

 

ISO 45001:2018 სერტიფიკატის აუდიტი განხორციელდა „აისო ქონსალთიგ ჯორჯია“-ს და „ლლოიდს რეჯისტერ“-ის აუდიტორების მიერ. სერტიფიკატის გამცემ ორგანოს წარმოადგენს „ლლოიდს რეჯისტერი“.

 

ასევე, სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ 2019 წელს წარმატებით გაირა ISO 9001:2015 გეგმიური აუდიტი და ძალაში დარჩა კომპანიის მიერ 2017 წელს მოპოვებული ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner