logo_geo
eng_logo
„მაკ-კეინის ინსტიტუტი დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობისადმი“
- +

14 სექტემბერი. 2019. 16:49

 

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

„რამდენიმე დღის წინ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - ირმა ინაშვილი რომ მიუვარდა და ბატონი კრამერი რომ წამოუხტა, მაგაზეა საუბარი. კონფერენციის პირველი პანელი დაეთმო საქართველოს დემოკრატიის მომავლის განხილვას. აი, ზუსტად ასეთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდნენ „IRI“-ის დირექტორი სტივენ ნიქსი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სადამაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია და სამთავრობო გუნდიდანაც იყვნენ წარმოდგენილები. სამეცნიერო აკადემიაში 60-70-იანი წლებიდან ჩნდება ახალი თეორია, სახელად ნეორასიზმი, ანდაც კულტურული რასიზმი, ანდაც ნეოკოლონიალიზმი, რომელიც ჟან პოლ სარტრს ეკუთვნის.

 

ის ამბობს, რომ რასიზმმა ფერი იცვალა და ის ბიოლოგიიდან უკვე კულტურაში და ცივილიზაციაში ინაცვლებს. ამას ევროცენტრებსაც უწოდებენ, ეს ის მდგომარეობაა, როცა სწორ გზას ისინი წარმოადგენენ, ხოლო განსავითარებელი ობიექტი მათ უნდა დაემსგავსოს. მარტივად რომ ავხსნათ ეს თეორია, დაახლოებით ასეთი კონფიგურაცია დაჯდება - ამ ცივილიზაციური რასიზმის თეორიით, მაგალითად, ძველი შავკანიანის როლს ახლა ირმა ინაშვილი ირგებს, ხოლო თეთრკანიანი, მაგალითად, კონდოლიზა რაისი ხდება. არ შევეხოთ შინაარს, რაზე იყო იმ პანელზე საუბარი, ჩვენ გვაინტერესებს ფორმა და მიმართებები ადამიანების ერთმანეთთან. ამ ნეორასიზმს აქვს ბევრი პერსპექტივა, ერთია, როგორ გვიყურებენ ჩვენ დასავლეთიდან, მეორეა - როგორ ვუყურებთ ჩვენ მათ, როგორია ხალხის განწყობა და ვინ არიან შიდა კოლონისტები, ანუ მათი აქაური დამხმარეები.

 

როგორ გვიყურებენ ისინი ჩვენ - რეალურად მაკ-კეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკ-კეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“. ზუსტად ესაა კოლონიალისტური მიდგომა, როდესაც არ გაინტერესებს ხალხის აზრი და შენ უფლებას აძლევ თავს, განიხილო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა დემოკრატიის განვითარება, საქართველოს ბედი გადაწყვიტო და ასე შემდეგ. შეეხო პრობლემებს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და თვლიან, რომ დამნაშავეა და ობიექტურად დამნაშავეა ეს ჯგუფი. უფრო მეტიც, საზოგადოებას მოუწოდებ, რომ შეიყვარონ, მაგალითად, გიგა ბოკერია. ისინი, ვინც მათ დამნაშავეებად მიაჩნიათ. შენ ამით საზოგადოებას ეუბნები, რომ მათი განწყობა საერთოდ არ გაინტერესებს. ჩვენც ამ ცივილიზაციური რასიზმის ნეოკოლონიალიზმის პერიოდი გვაქვს ახლა, სადაც ცოდნის და კულტურის მომტანი მთლიანად დასავლეთია. ეს დაახლოებით ის მოდელია, როგორც მე-19 საუკუნეში რუსი ჩინოვნიკები ქართველებს ამადლებდნენ ცივილიზაციის შემოტანას საქართველოში.

 

როგორ იქცევიან შიდა კოლონისტები - ჩვენ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან იმდენად შევიყვარეთ დასავლეთი, რომ ის აბსოლუტურ სიკეთედ გამოვაცხადეთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ განსხვავებული თეორიებია. ნამდვილი დასავლეთი ზუსტადაც დასავლეთის კრიტიკა უფროა. თუმცა, ჩვენ ყველა იქიდან მოსულს ერთნაირად აღვიქვამთ, კრამერი და ზოგადად მაკ-კეინის ინსტიტუტის აქტივობა უკვე აპრიორი პოზიტიური მოვლენა გვგონია, მიუხედავად იმისა, მაკ-კეინი ჩვეულებრივი ნეოლიბერალი და იმპერიალისტი რომ იყო. ჩვენ ორი პერსპექტივა გვაქვს, ანუ ჩვენ როგორ ვუყურებთ მათ და ისინი როგორ გვიყურებენ ჩვენ. არ აქვს განსხვავება, შიდა კოლონისტი ვინ იქნება, „ქართული ოცნების“ წევრი თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგა ბოკერია თუ სხვა ვინმე, მისთვის ყველა ერთია, მთავარია, აღიარებდეს ერთ რამეს, რომ ქართველი ჩამორჩენილია, ხოლო დასავლეთი არის პროგრესული.

 

როგორ უყურებს ხალხი იმას, რომ მათ გარეშე წყდება ბედი?

 

ირმა ინაშვილი, რომელიც შევარდა იმ პანელზე და ატეხა ერთი ამბავი, აბორიგენი მკვიდრი მოსახლე გამოდის, გაბრაზებული მოსახლე, რომელსაც არ უნდა, საკუთარი ადგილი დაუთმოს სხვებს. როცა ირმა ინაშვილი არ შეუშვეს იმ პანელზე, სადაც ირმას ბედსაც წყვეტდნენ ირმას გარეშე და ეხებოდნენ საქართველოს პრობლემებს ქართველების გარეშე, ეს იყო კლასიკური შემთხვევა ცივილიზაციური რასიზმისა“.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner