logo_geo
eng_logo
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დიდ ლილოში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცემა
- +

18 სექტემბერი. 2019. 13:12

 

„სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა“, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემის გადაჭრას განაგრძობს. შესაბამისად, იმ 500-ზე მეტ ოჯახს, რომელთაც ფართები სიმბოლურ ფასად უკვე გადაეცა, კიდევ 15 ოჯახი შეემატება.

 

„ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე 500-ზე მეტ ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს კიდევ 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ესენი არიან სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები. მინდა მათ მივულოცო. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი ოჯახი. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ ფართების დაკანონებაში“, - მიმართა კალაძემ მოსახლეობას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner