logo_geo
eng_logo
პარლამენტთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები იმართება
- +

20 სექტემბერი. 2019. 19:59

 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი ე.წ.გავრილოვის ღამიდან სამი თვის გასვლას და პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას აპროტესტებენ.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, სამთვიანი უწყვეტი პროტესტი დღეს ფართომასშტაბიანი აქციით დასრულდება.

 

ამასთან, პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს აქციას მართავს პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner