logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

22 სექტემბერი. 2019. 13:09

 

„თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მთელი ღამის განმავლობაში შემოსულია 30 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის და სახურავების დაზიანების შესახებ. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. დაშავებული არავინაა.

 

ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner