logo_geo
eng_logo
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

14 ნოემბერი. 2019. 16:55

 

 

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„დღესვე, 23:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თამარ მეფის გამზირზე.

 

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner