logo_geo
eng_logo
კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
- +

29 ნოემბერი. 2019. 15:37

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში არსებულ საბავშვო ბაღებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები რაიონის გამგებელთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

 

N4 და N55 ბაგა-ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები 2019 წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. ორივე შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ინტერიერისა და ეზოების სათანადოდ მოწესრიგება. ამჟამად, პროექტის პირველი ეტაპი - შენობის საძირკვლის გამაგრება და საყრდენების მოჯავშნა დასრულდებულია. მიმდინარეობს ფასადების განახლება და შიდა სარემონტო სამუშაოები.

 

კახაბერ გვანცელაძემ დავით კირკიტაძესა და თამარ ტალიაშვილს მთაწმინდის რაიონში გამაგრება-რეკონსტრუქციის დასრულებული პროექტიც გააცნო.

 

ნიშნიანიძის N4-ში მდებარე N144 ბაგა-ბაღის შენობა გასულ ზაფხულს გამაგრდა, რის შემდეგაც, განახლდა ინტერიერი და კეთილმოეწყო ეზო. ბაგა-ბაღი სტანდარტულ რეჟიმში ფუნქციონირებს და 200-მდე აღსაზრდელს ემსახურება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner