logo_geo
eng_logo
ქეთევან ბაკარაძე: დეზინფორმაციის გავრცელების უსუსური მცდელობით შეკითხვები გააჩინეს, რომელზეც მიიღებენ საკადრის პასუხს!
- +

24 იანვარი. 2020. 16:06

 

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება:

 

„ოკუპირებული ტერიტორია ტაბუირებული თემაა, მგრძნობიარე, ფაქიზი...“ -  ეს გახლავთ წლების მანძილზე ყველაზე ხშირად გაჟღერებული ფრაზა, რომელსაც უამრავი ბინძური სპეკულაცია, უკანონო ქმედება, ანტისახელმწიფოებრივი კოლაბორაციონისტი და თაღლითი ამოფარებია! სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება, რასაც ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ინტერესი ეწირება!

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგებს გალის რაიონში, ჯანდაცვის სისტემის ღირსეულ წარმომადგენლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მოთმინებით, მოლოდინითა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით მოღვაწეობენ ადამიანების სიცოცხლის  სადარაჯოზე, რუდუნებით იცავენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს უზარმაზარი წნეხისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე.

 

მე მხოლოდ ერთს გპირდებით: ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ არ შეჩერდება, პირიქით, უფრო მეტი მხარდაჭერითა და მოტივაციით გაგრძელდება... ამ სულ რამდენიმე ადამიანით წარმოდგენილმა დაჯგუფებამ თავიანთი საჯარო ლუსტრაციით კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა, დეზინფორმაციის გავრცელების უსუსური მცდელობით საზოგადოების ინტერესი გააღვივეს, შეკითხვები გააჩინეს, რომელზეც აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს! ყველა ის პირი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ მოქმედებს, დამნაშავის გარდა- მოღალატეა! დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი!“ - აცხადებს ბაკარაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner