logo_geo
eng_logo
„საქართველოში კარანტინის საფრთხე არ გემუქრებათ“ - უხანში მცხოვრები ქართველი სტუდენტი
- +

27 თებერვალი. 2020. 18:25

 

უხანში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში ცხოვრობს, და რომელმაც არ დატოვა ვირუსის კერა, იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

 

როგორც ნინი დავლიანიძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, უხანში მდგომარეობა უცვლელია, თუმცა, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

 

„ახლა მთავარია, მოვისმინოთ ოფიციალური განცხადებები, დავიცვათ ჰიგიენის წესები და გავითვალისწინოთ სხვა ადამიანებიც. ქალაქში მდგომარეობა რადიკალურად არაა განსხვავებული, ისევ იგივე სიტუაციაა, რაც აქამდე იყო. მომატებულია მანქანების მიმოსვლა. მცირდება დაინფიცირების რაოდენობა და გარდაცვლილთა რაოდენობაც, შესაბამისად, ხალხი ცოტა იმედიანადაა განწყობილი.

 

რაც შეეხება დეზინფექციის წესებს, თუ გამოვიყენებთ ხელთათმანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ შევეცდებით, მოვერიდოთ სხვადასხვა ობიექტებს შევეხოთ ხელთათმანის გარეშე, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემივე უსაფრთხოებისთვის მოვიმარაგე საკვები და სასმელი“, - ამბობს ქართველი სტუდენტი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner