top_leaderboard
left_sabechdi

ზელენსკიმ და ორბანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტმა უნგრელი კოლეგა მშვიდობის სამიტზე მიიწვია, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.

„უნგრეთის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობის მოახლოებისა და ჩვენი საერთო რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მე ხაზი გავუსვი უკრაინის ინტერესს უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების, ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ