logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: როცა დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდგომ ვიტყვით, პიკზე როდის გავალთ
- +

26 მარტი. 2020. 17:53

 

 

„უახლოესი კვირები იქნება ქვეყანაში ზრდის მატების პერიოდი დაავადების შემთხვევების“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, დაახლოებით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც თავის დროზე ჩატარდა ეტაპობრივად ქვეყანაში, წესით და რიგით სამჯერ-ოთხჯერ მეტი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო დღეისთვის ქვეყანაში. მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როცა დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდგომ ვიტყვით, ჩვენ პიკზე როდის გავალთ, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები იქნება ქვეყანაში ზრდის მატების პერიოდი დაავადების შემთხვევების“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner