logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე ფაქტობრივად კლინიკაში ცხოვრობენ
- +

29 მარტი. 2020. 20:09

 

 

“პირადად მე 3-4 საათზე ადრე კლინიკიდან ვერ გამოვდივარ და მეორე დღეს, გარდა პაციენტების მოვლისა გვაქვს თათბირები, ტელევიზიებთან კომუნიკაცია და სხვა,” - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების გამგე, მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შემდეგ სახლში სამჯერ-ოთხჯერ იყვნენ.

 

 

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი, კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და ქალბატონი მარინა ენდელაძე, ბოქსირებული განყოფილების გამგე, უშუალოდ ვის განყოფილებაშიც ინფიცირებული ადამიანები წვანან. ეს ორი ადამიანი, რაც პაციენტების შემოსვლა დაიწყო, სულ სამჯერ-ოთხჯერ იყვნენ სახლში, დანარჩენი კლინიკაში ცხოვრობენ“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner