logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჰოსპიტალური სექტორი იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მზად, როცა შესაძლოა, ჩვენ და ჩვენს ახლობლებს დასჭირდეთ ნებისმიერ კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება
- +

8 აპრილი. 2020. 12:39

 

 

„კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია. გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

„უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით, რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი.

 

უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

 

მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი.

 

კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია. გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად.

 

ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას.

 

რეგიონებში  შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner