logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე
- +

9 აპრილი. 2020. 15:03

 

„საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა ამ გამკაცრებული ღონისძიებებიდან გამოსვლის, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი - მოქალაქის ჯანმრთელობას და COVID-19-ის გავრცელების შეჩერებას და ასევე ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებასა და სამუშაო ადგილების ამუშავებას შორის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს ამ მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები ეხმარებიან.

 

„ესენი არიან როგორც საქართველოში დღეს ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან და ეს გეგმა უკვე არსებობს. ჩვენ ამ გეგმის დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა მარტივია - პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კითხვაზე ეკონომიკის ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერმა ასე უპასუხა:

 

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მე უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ - ჩვენ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ვგეგმავთ და შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner