logo_geo
eng_logo
რა შეზღუდვები დარჩება, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის და კომენდანტის საათის გაუქმების მიუხედავად
- +

21 მაისი. 2020. 16:43

 

 

„საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით და მოიხსნება 23 მაისს,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

 

რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ შეზღუდვაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საბჭოს ექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

 

ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც ტრანსპორტში სამ ადამიანზე მეტს კრძალავს.

 

 

„გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ  22 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner