logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: უნდა ვამტკიცო, რომ ერთი პოზიცია გვაქვს ოჯახს?! სირცხვილია მართლა
- +

9 ივლისი. 2020. 16:13

 

 

„თუ ამის საჭიროება დადგება, მშობლებიც გააკეთებენ განცხადებას. მათ არ აინტერესებთ ეს სისულელეები და არც მე. ბავშვის ტრაგედიით ერთობიან. რასაც იძახიან, მაგათ კისერზე იყოს“, - ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საზოგადოების ერთი ნაწილის შეფასებებს, რომ თითქოს ის ოჯახის პოზიციას არ გამოხატავს და საქმის ჩაფარცხვაში მონაწილეობს.

 

„თავიანთი პოლიტიკური ქულების გამო, დგანან და ვითომ გვგულშემატკივრობენ. ოჯახზე დიდ გულშემატკივრებად წარმოაჩენენ თავს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

 

ცხადია, ოჯახი იზიარებს ყველა იმ პოზიციებს, რომელიც მე გამიხმოვანებია. ჩვენ ყოველ საღამოს ერთად ვართ და ვმსჯელობთ, ერთად ვაყალიბებთ ამ პოზიციებს.

 

იმის გამო, რომ ვიღაცას ეჭვები გაეფანტოს, ნამდვილად არ ვეტყვი მშობლებს, რომ გამოდით, განცხადება გააკეთეთ თქვენ-თქო.

 

მთავარია, რომ ჩვენს შორის არსებობს ნდობა, ვერ წარმომიდგენია, სხვაგვარად როგორ უნდა იყოს. საერთოდ, ამ თემაზე საუბარიც კი მეუხერხულება. რა უნდა ვამტკიცო, რომ ერთი პოზიცია გვაქვს ოჯახს? სირცხვილია მართლა ამათი კამპანია“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner