logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი პრიორიტეტული ხდება
- +

3 აგვისტო. 2020. 13:51

 

 

„საქართველოში განხორციელებული ინიციატივებით მწვანე კულტურა და მწვანე თემებზე საუბარი  ენერგოსფეროში,  სატრანსპორტო სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში პრიორიტეტული ხდება. ძალიან კარგია, რომ ამაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და მოახერხა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, იქნება ეს  დაცულ ტერიტორიები, ტყის კოდექსი თუ სხვა“ , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციაზე.

 

მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრია გაკეთებული და მომავალში ადამიანები შეეცდებიან წარმოჩნდნენ როგორც გარემოს მეგობრის და გარემოს დამცველის სტატუსით. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ქვეყნაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო აღნიშნული მნიშვნელოვანი თემები თითქმის იკარგება.

 

„ეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თითქმის იკარგება პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ახასიათებს საქართველოს დღევანდელობას. ვინც თვალს ადევნებს ამ მიმართულებით კომიტეტის, პარლამენტის, მთავრობის, ასევე, კერძო პირების  საქმიანობას, და თქვენ იცით განსაკუთრებით ვისზე მაქვს საუბარი, შეუძლია დააფასოს მიღწეული შედეგები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო პარტნიორების, თუნდაც გერმანიის კონკრეტული დახმარებით, ჩვენ გაცილებით წინ წავიწიეთ, როგორც რეგიონალური მასშტაბით, ასევე მსოფლიო დონეზე. დიდი მადლობა ამისთვის კომიტეტს და ყველას, ვინც გარკვეული ძალისხმევა გამოიჩინა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner