logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონის გამგეობა, დევნილთა დასახლებაში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახორციელებს
- +

4 აგვისტო. 2020. 17:23

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში, დევნილთა დასახლებაში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახორციელებს.

 

სამუშაოების ფარგლებში, კორპუსში არსებული დაზიანებული კიბეები და მოაჯირები იცვლება, ასევე საერთო სარგებლობის დერეფნებში ახალი ფილები ეწყობა.

 

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 848 ლარია გამოყოფილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner