logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არასდროს შევეგუებით ოკუპაციას!
- +

7 აგვისტო. 2020. 23:04

 

 

„ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება“, - ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

თბილისის მერის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები ყველაზე დიდი ტკივილი და გამოწვევაა.

 

„ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული - ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner