logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს ყველაფერი დასაბუთებულია და დევს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების მასალებში
- +

8 აგვისტო. 2020. 14:59

 

 

„ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბია“ ეს არის ტყუილი, რადგან ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი დილით 04:00 საათზე გაიხსნა. ეს კადრები დაფიქსირებულია“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 

გოგა ხაინდრავამ რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდი გაიხსენა და მომხდარის გამო მაშინდელი ხელისუფლება გააკრიტიკა.

 

„რაც შეეხება ლოზუნგს – „ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბია“ ეს არის ტყუილი, რადგან ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი დილით 04:00 საათზე გაიხსნა. ეს კადრები დაფიქსირებულია. ამას აფიქსირებდა ევროპის არაერთი წარმომადგენელი – წუთებში, წამებში, გასროლების რაოდენობა, ეს ყველაფერი დასაბუთებულია და დევს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების მასალებში. ბუნებრივია, ამავდროულად, გათვალისწინებული იქნება ის მასალებიც, რომელიც გადაეცა ტალიავინის კომისიის მიერ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

მისივე განცხადებით, პირადად იცნობს ტალიავინს და იცის მისი კეთილგანწყობის შესახებ საქართველოს მიმართ, თუმცა ის არის შვეიცარიელი ქალბატონი, რომელიც სიმართლეს ემსახურება.

 

მისივე განცხადებით, ტალიავინმა და მისმა კომისიამ სკურპულოზურად აღნუსხა ყველა ქმედება, რომელიც მაშინ განხორციელდა.

 

„საქართველო ცხოვრობს ტყუილში, რომელიც ამ დანაშაულებრივი რეჟიმისგან მოედინება, რომლებიც დღესაც არიან საქართველოს ხელისუფლებაში და ფლობენ რუპორებს. მე მათ მედიის წარმომადგენლებს ნამდვილად ვერ დავარქმევ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი – ეს 2008 წლის ომის შედეგია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner