logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კახეთი არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა ჩვენი მხრიდან განხორციელებული პროგრამებით
- +

10 აგვისტო. 2020. 18:10

 

 

„კახეთი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა განხორციელებული“,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით,  პარტიის საარჩევნო კამპანია სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე იქნება ორიენტირებული.

 

„ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, რას ვპირდებით და რას ვეუბნებით მოსახლეობას, როგორ მოხდება ქვეყნის განვითარება. მაგალითად კახეთი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა განხორციელებული. ეს არის საოჯახო სასტუმროების პროექტები, ფერმერების პროექტები, ვენახების გაშენება, მაშინ, როდესაც ვენახების დაჩეხვაზე იყი პირდაპირი მოწოდებები, დღეს რადიკალურად განსხვავბული მდგომარეობაა. ყველაფერზე შედარება უნდა გავაკეთოთ, რა იყო წარსულში, რა გვაქვს დღეს და საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა, რომ განვავითაროთ და როგორი ქვეყანა წარმოგვიდგენია ჩვენი საქართველო. შესაბამისად, მთავარი მიმართულება იქნება მომავალზე ორიენტირებული და სამომავლო ხედვები”,- განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner