logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება
- +

15 აგვისტო. 2020. 02:59

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება.

 

მორაგბეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც რაგბის კავშირში კრიზისი დაიწყო. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობაზე 9 დღიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა.

 

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კი 2020-ი წლის დეკემბერშია დანიშნული.

 

ამას გარდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მზად არის კვლავ ხელი შეუწყოს სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში. ფონდი „ქართუს“ მონაწილეობით, ბიძინა ივანიშვილმა რაგბის განვითარებისთვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უპრეცედენტო, 200-ს მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner