logo_geo
eng_logo
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
- +

8 იანვარი. 2017. 14:36



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, სოფ. შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.


გზის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაშტაბური სამუშაოები გასწია, შესაბამისი სამსახურები უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სტიქიის მოცულობის მიუხედავად საავტომობილო მოძრაობის უმოკლეს ვადაში აღდგენა.


6 იანვარს ღამით, სოფელ შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო. ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.




 

right_banner
არქივი
right_banner