top_leaderboard
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: არ გამოვრიცხავ, გირჩ გასიევს მართლაც დასდევდნენ… ოღონდ თავისიანები… როგორც დანარჩენები გაძუყნეს თავისიანებმა

ახლა გასიევი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: პირველი – თავის ბინძურ პატრონებს აჩვენებს, ნახეთ, მეც დამდევენ, დიდი საშიშროების წინაშე ვდგავარ, შეიძლება სკალპი ამაძრონ, ჯამაგირი მომიმატეთო; მეორე – თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს აჩვენებს – ნახეთ, რა მაგარი ვარ, კი არ ვიმალები, იქით დავდევ ამ ჩათლახებს და ისინი კიდე იმალებიანო; მესამე – თავისი ჭკუით, დავარდნილ რეპუტაციას იმაღლებს, მეც იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, მოსაკლავად თუ არა, საცემრად მაინც დამდევენო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, გირჩ გასიევს თავისიანები დასდევდნენ.

„ზურაბ (გირჩი) გასიევმა ვიდეო დადო, წუხელ სახლთან მითვალთვალებდნენ, ჩასაფრებულები არიანო… აგე, ერთი შავი მანქანის უკან იმალება, მეორე – წითელი მანქანის ქვეშ არი შეძვრალი, მესამე კიდე იქითა კორპუსს უვლის გარშემო-ვო!

გასიევი ხმადაბლა ლაპარაკობს, პარტიზანულად, სახლში რომ მოვდიოდი, უკან მანქანა მომყვებოდა, ნომერიც ჩავიწერეო. ის მანქანა სად გაქრა, არ ამბობს. ვიდეოში არავინ ჩანს, გასიევი გვიყვება, აგერ, ერთი ბოლო მანქანის უკან ჩაიკუზა, თეთრი პირბადე უკეთიაო.

აქ „სტრაშნი მუზიკაა“ საჭირო… ალბათ შავი ნოდარა დაადებს შაბათ საღამოს, თან პირბადიან „მოჩვენებებს“ ჩაამონტაჟებინებს და გამოაცხადებს, გირჩ გასიევს ბერა ივანიშვილი და „კაწრო“ დასდევენ მოსაკლავადო… არა, მოსაკლავად კი არა, მოსატ…ნავადო.

ნოდარ, კადრები ისედაც ბნელია, მეტად აღარ ჩააბნელო!

ახლა გასიევი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: პირველი – თავის ბინძურ პატრონებს აჩვენებს, ნახეთ, მეც დამდევენ, დიდი საშიშროების წინაშე ვდგავარ, შეიძლება სკალპი ამაძრონ, ჯამაგირი მომიმატეთო; მეორე – თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს აჩვენებს – ნახეთ, რა მაგარი ვარ, კი არ ვიმალები, იქით დავდევ ამ ჩათლახებს და ისინი კიდე იმალებიანო; მესამე – თავისი ჭკუით, დავარდნილ რეპუტაციას იმაღლებს, მეც იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, მოსაკლავად თუ არა, საცემრად მაინც დამდევენო.

არ გამოვრიცხავ, გირჩ გასიევს მართლაც დასდევდნენ… ოღონდ თავისიანები… როგორც დანარჩენები გაძუყნეს თავისიანებმა, ამ პონტში“, – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ