logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: თქვენ „რუსთავი 2“-ს კი არა, „ნაცმოძრაობას“ იცავთ!
- +

17 თებერვალი. 2017. 01:55



ვინ იხსნის "რუსთავი-2"-ს "ნაცმოძრაობის" ოკუპაციისგან?


"რუსთავი-2"-ის ქონების დაყადაღების თემამ, თამამად შეიძლება ითქვას, ერთგვარი ლუსტრაციის როლი შეასრულა და "ნაცმოძრაობის" აქამდე ფარული და შენიღბული მხარდამჭერები და მოკავშირეები გამოააშკარავა.


გასაკვირია, რომ „ნაცმოძრაობის" ამ ფარულ მოკავშირეებში სხვებთან ერთად კოალიცია „ქართული ოცნების"  ზოგიერთი წევრიც აღმოჩნდა, რომლებიც მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის ლოზუნგით ვითომდა ხელისუფლებისგან „დევნილ" და „დაჩაგრულ" „რუსთავი-2"-ს იცავდა.


„რუსთავი-2"-ის მხარდამჭერთა რიგებში, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდნენ "ნაცმოძრაობის" ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ჯიბის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ: ჩვენ იმიტომ ვიცავთ „რუსთავი 2"-ს, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავთო.


ცრუობთ თქვენ, პატივცემულო ამხანაგებო, თქვენ „რუსთავი 2"-ს კი რა, „ნაცმოძრაობას" იცავთ, რადგან იცით, ‘ნაცმოძრაობა" „რუსთავი 2"-ის პროპაგანდისტული მანქანის გარეშე ერთ თვეში შეწყვეტს არსებობას.


„ნაცმოძრაობა"  ისეა მიერთებული „რუსთავი 2"-ზე, როგორც სულთმობრძავი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  (ან დენი ნაგავზე) და იქედან "ნაცმოძრაობის" გამორთვა მის დაუყოვნებლივ სიკვდილს გამოიწვევს.

 

როგორც ვთქვით, 2004 წლიდან „რუსთავი 2"-მა 20-ჯერ (!) გამოიცვალა მეპატრონე.


ვინმეს სჯერა, რომ ყველაფერი ეს იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი "ნაცმოძროაბის" ჩარევისა და ზემოქმედების გარეშე ხდებოდა?

 

ყოველივე ამის შემდეგ განა ნათელი არ არის, როგორ ძალადობდა "ნაცმოძრაობა" "რუსთავი 2"-ზე და როგორ თვითნებურად განკარგავდა ამ ორგანიზაციას?

 

"ნაცმოძრაობამ" გაანადგურა და გააჩანაგა ტელეკომპანიები, რომლებიც მის ნება-სურვილს არ დაემორჩილნენ ("იბერია", "იმედი"), ხოლო "რუსთავი 2", ბოდიში მოგვითხოვია გამოთქმისთვის და, ხარჭად დაისვა, რომელსაც ხანმოკლე დროით ხან ვის მიანათხოვრებდა და ხან - ვის...

 

აი, ეს ამბავი რატომღაც სულ არ ენაღვლებათ დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ფსევდოქომაგებს და ერთი და იგივე ფრაზებს თუთიყუშებივით იმეორებენ.

 

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის გალიაშია ეს თუთიყუშები გამოზრდილი და ვისი ხელიდან დაყრილი საკენკით აქვთ კურტუმოები გასუქებულ-გათქვირინებული.

 

"რუსთავი 2" "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლია, მისი მძევალია, მისი ტყვეა...

 

კეთილსინდისიერი ადამიანი, თუ ის ოდნავ მაინც აზროვნებს, არ შეიძლება ამას არ ხვდებოდეს...

 

თუ მართლაც გვინდა „რუსთავი 2"-ის დაცვა, მისი ჟურნალისტთა კორპუსის დაცვა, მაშინ "რუსთავი 2", პირველ ყოვლისა, "ნაცმოძრაობის" ძალადობისგან, "ნაცმოძრაობის" 15-წლიანი ტყვეობისგან, "ნაცმოძრაობის" ოკუპაციისგან უნდა ვიხსნათ.

 

 

 

ავტორი: "საერთო გაზეთის " რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა



 

წყარო: http://tb24.ge

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner