logo_geo
eng_logo
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა
- +

14 ნოემბერი. 2017. 20:43



თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია. მგზავრები ელოდებიან რეისების აღდგენას და აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.


ასევე, მოძრაობა აღდგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


როგორც შსს-ში განმარტავენ, აეროპორტში ევაკუაცია ერთ-ერთი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მოხდა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა შინაარსის იყო აღნიშნული შეტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამართალდამცველები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner