logo_geo
eng_logo
პროკურატურა ოჯახში ძალადობის თემაზე არტ-ნამუშევრების კონკურსს აცხადებს
- +

17 ნოემბერი. 2017. 17:22



ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული".


აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა აცხადებს არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსს, რომელიც ჩატარდება ნოემბრის ბოლო კვირას.


დაზარალებულთა კვირეულის მხარდამჭერია  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.


კონკურსისთვის მომზადებული ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მესიჯს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (მესიჯი შესაძლოა შეეხებოდეს ნებისმიერ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობასთან).


ფოტოსურათი და ნახატი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე. იგი შესაძლოა მომზადებული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.


ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იქნას 2017 წლის 28 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, გორგასლის ქ.№24. (საქართველოს მთავარი პროკურატურა).


კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა 2 დეკემბერს თბილისი მოლში. ამავე დღეს გაიმართება პირველ სამ ადგილზე გასულ კანდიდატთა დაჯილდოება, რომლებსაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.





 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner