logo_geo
eng_logo
„თქვენი დახმარება დამჭირდება“ - კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს
- +

17 ნოემბერი. 2017. 21:40



თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მიმართავს, რომ მას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დახმარება სჭირდება. როგორც კალაძე აცხადებს, დედაქალაქის მოსახლეობის ჩართულობა აღნიშნულ ღონისძიებაში მნიშვნელოვანია.


„საახალწლო ღონისძიებებს რაც შეეხება და ზოგადად ქალაქის მორთვას, დაწყებულია სამუშაოები, თუმცა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გავაკეთებ შესაბამის განცხადებას. დამჭირდება დედაქალაქის მოსახლეობის დახმარება, ჩართულობა ამ მიმართულებით და მჯერა, რომ ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner