logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
- +

17 იანვარი. 2018. 20:24



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ეწვივნენ.   მათთვის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  საახალწლო ღონისძიება გაიმართა.


ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ბავშვებს  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და  მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უმასპინძლეს.


„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიუ იორკში გენერალურ საკონსულოსთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციულად ახორციელებს ამ ღონისძიებას. ნიუ იორკის ქართული დიასპორა  მაქსიმალურად ცდილობს გამოხატოს თანადგომა და მხარდაჭერა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვებისა  და ოჯახებისადმი. ისინი ძალიან რთულ პირობებში იზრდებიან და მნიშვნელოვანია მათთვის ახალი შესაძლებლობების გამოძებნა და ზრუნვა. დიდ მადლობას ვუხდით ქართლ დიასპორას ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის. ჩვენი სურვილია, რომ გავუხალისოთ ბავშვებს ახალი წელი და საჩუქრებთან ერთად დავგეგმეთ მათი ვიზიტი თბილისის საბავშვო სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში- ექსპერიმენტორიუმში. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მათთვის საინტერესო.  ჩვენი სურვილია, რომ მათ ქონდეთ ნაკლები ტკივილი, მეტი შესაძლებლობები, მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავსი პროექტებით  ხელს ვუწყობთ დიასპორისა და საქართველოში მყოფი ოჯახების დაკავშირებას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები ასევე ესტუმრნენ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტორიუმ"-ს, სადაც დაათვალიერეს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის   80-მდე ექსპონატი და მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის გამართულ  აზოტის  შოუში.




ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით განხორციელდა.


ღონისძიების ფარგლებში  ბავშვებს ასევე გადაეცათ  ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.


აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობების გამართვა უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner